თბილისის N28 სკოლის მასწავლებელი თამარ ადამია რაიონულ კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა 
27-05-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი არაერთ არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ. აზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას და იზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას. 

23 მაისს, ძველი თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, IV რაიონული კონფერენცია ჩატარდა. 

კონფერენციაში მონაწილეობდა თბილისის N28 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი თამარ ადამია, რომელის კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა. პედაგოგმა პრეზენტაციის სახით წარადგინა თავისი პედაგოგიური გამოცდილება თემაზე - „ხელის ნატიფი მოტორიკის განვითარება საგაკვეთილო პროცესში“. 

პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა. 

ძველი თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა - ეკა კვირიკაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და გადასცა სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203