ბაღდათის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
27-05-2025

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები კი პატარებმა ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ღონისძიება სკოლის ეზოში გამართეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო სანახაობით წარდგნენ, წლის მანძილზე შესწავლილი ცოდნა და შემოქმედებითი ნიჭიც წარმატებით წარმოაჩინეს და პედაგოგსა და მშობლებს სიამაყის საფუძველი მისცეს. 

წითელ მანტიებში შემოსილებმა ღონისძიების ბოლოს ჰაერში ქუდებიც აჰყარეს და სკოლას სექტემბრამდე გამოემშვიდობნენ. 

„იბრწყინეთ და იკაშკაშეთ, თქვენ საქართველოს ნათელი მომავალი და იმედი ხართ! დღეს დავასრულეთ, გაგრძელება იქნება!“ - მიმართა მოსწავლეებს პირველმა მასწავლებემა და ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203