
თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში განხორციელდა პროექტი თემაზე - „ბიომრავალფეროვნების დაცვა“.
პროექტის ფარგლებში სკოლის ეზოში არაერთი ეკოაქტივობა მოეწყო.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს, როგორც უფროსკლასელებმა, ასევე კლუბ „ნეას“ წევრებმა.
პროექტი წარიმართა ორი მიმართულებით:
გაიმართა „ბაღის ფრინველთა საათი“, რომლიც მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობასა და ადამიანის კეთილდღეობას შორის არსებული მჭიდრო კავშირის უკეთ აღქმა-გაცნობიერების ხელშეწყობას.
ასევე მოეწყო, სკოლის ეზოს ტერიტორიაზე არსებული წიწვოვანი მცენარეების სასიცოცხლო ციკლის შესწავლა და დაკვირვება ბუნებრივ პირობებში.
აქტივობებს პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს არაერთ გარემოსდაცვით აქტივობას სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები: