
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში პატიორტული ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სასკოლო საზოგადოება სიამაყითა და ისტორიის პატივისცემით კიდევ ერთხელ აავსო.
სკოლაში პატიორტულმა სულმა იზეიმა. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ეროვნული ცეკვები.
სასკოლო საზოგადოებამ ამ ღონისძიებით პირველკლასელები გააცილა და ბედნიერი ზაფხული და წარმატებები უსურვა.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა ვიქტორინა ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მარიამ ბრეგვაძის ხელმძღვანელობით. მე-7, მე-8 და მე 9 კლასების მოსწავლეები ჩაერთნენ გუნდურ- ინტელექტუალურ შეჯიბრებაში და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები:
იხილეთ ვიდეოს ბმული:
იხილეთ ვიდეოს ბმული: