ისრითის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს დიდი სიყვარულითა და მზაობით ელოდებიან
27-05-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს და ბავშვებს მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. 

2024-2025 სასწავლო წელი იწურება, სკოლაში კი ახალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა მისაღებად ემზადებიან

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვანის მუნიციპალიტეტის ისრითის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით ელოდება სასკოლო ასაკის ბავშვებს. მოსწავლეებს წიგნიერების გზაზე მეგზურობას საკუთარ საქმეზე შეყვარებული პედაგოგი ნატო ლორთქიფანიძე გაუწევს. 

„2025-2026 სასწავლო წელს ვანის მუნიციპალიტეტის ისრითის საჯარო სკოლა სიყვარულითა და მზაობით ელოდება პირველკლასელებს! მასწავლებელი- ენერგიული, კრეატიული, მიზანდასახული, კომპეტენტური, მოტივირებული - ნატო ლორთქიფანიძე. გვერწმუნეთ, თქვენი პატარები საიმედო ხელში იქნება!“,- აღნიშნავენ სკოლაში მოსწავლეებს შემეცნებით თავგადასავალს ჰპირდებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203