ჭიაურის საჯარო სკოლის პირველი და მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედაენას შთამბეჭდავი ღონისძიებით შეასხეს ხოტბა
27-05-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

23 მაისს, გაიმართა პირველი და მეოთხე კლასების მოსწავლეთა დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

პირვველკლასელებმა ქართული ანბანის შესწავლა და პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს. მე-4 კლასელები კი ღონისძიებით პირველ მასწავლებელს გამოემშვოდობნენ და სასკოლო ცხოვრების წარმატებული ოთხი წელი შეაჯამეს. 

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ანბანისა და დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები და შეასრულეს სიმღერები და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და შემოქმედებითობა და წარმატებებს უსურვებენ პატარებს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...