
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სკინდორის საჯარო სკოლა ურყევად დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და რაც მთავარია, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე, პატრიოტი ახალგაზრდები აღუზარდონ.
ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, სკინდორის საჯარო სკოლა სრულად ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებს და ადგილობრივ მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებს მეტად უღვივებენ.
ახლახან სკინდორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსული ენის მასწავლებელთან, მარინა ფხალაძესთან ერთად, ეროვნული სამოსის პოპულარიზაციის მიზნით, ქართული-ტრადიციული სამოსი მოირგეს და ამ ნაბიჯით გამოეხმაურნენ საქართველოს საზოგადოების მიერ თვითორგანიზებულ ეროვნული სამოსის დღეს.
„სკინდორის საჯარო სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს თითოეულ მათგანს!“ - ასე გამოეხმაურა სკოლა ჩატარებულ აქტივობას.
ინფორმაციისთვის: საქართველოში ეროვნული სამოსის დღე 2016 წლიდან აღინიშნება და ქართული კულტურის პიპულარიზაციას ემსახურება.