„თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია“ - ჭიაურის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა
23-05-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჭიაურის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.. 

ახლახან ჭიაურის საჯარო სკოლაში კურსდამთვრებულებისთვის  „ბოლო ზარი“ დაირეკა. ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის - კურსდამთვრებულებისთვის კი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, როცა შეძლებენ, ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მშობლიურ სკოლაში მიღებული ცოდნა, იარონ წარმატების გზაზე და საკუთარი მიღწევებით გაახარონ უსაყვარლესი პედაგოგები.

სკოლა ულოცავს საყვარელ მოსწავლეებს სკოლის დასრულებას და უსურვებს უამრავ წარმატებას ცხოვრებაში:

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჭიაურის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის დაირეკა ბოლო ზარი.  

ძვირფასო ბავშვებო, ალბათ სიხარულით ითვლიდით დღეებს, როდის დაამთავრებდით სკოლას, მაგრამ წინ ხომ ჯერ კიდევ შეუცნობელი სამყარო გელით, სადაც უკვე აღარავინ ჩაგვთვლით ბავშვებად. უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, ვიდრე აქამდე, უფრო რთული და საინტერესო ცხოვრებისეული ბარიერები გექნებათ გადასალახი.

გისურვებთ წარმატებებს თქვენი ცხოვრების გზაზე. იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასდროს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...