საქართველოს შრომის კოდექსი 18 უქმე დღეს ითვალისწინებს, მათ შორისაა 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც 2025 წელს ორშაბათს ემთხვევა.
აქედან გამომდინარე, საჯარო სკოლები და ბაღები 26 მაისს დაისვენებენ - 27 მაისიდან კი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
იხილეთ 2025 წლის უქმე დღეების სრული ჩამონათვალი:
იანვარი:
1 - ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
2 - ახალი წლის სადღესასწაულო დღე;
7 - ქრისტეს შობა;
19 - ნათლისღება, იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
მარტი:
3 - დედის დღე;
8 - ქალთა საერთაშორისო დღე;
აპრილი:
9 - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
18 - დიდი პარასკევი;
19 - დიდი შაბათი;
20 - აღდგომა;
21 - მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე;
მაისი:
9 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
17 - ოჯახის სიწმინდის დღე;
26 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
აგვისტო:
28 - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
ოქტომბერი:
14 - მცხეთობა (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის);
ნოემბერი:
23 - გიორგობა.