„დასასრული ახლის საწყისია“ - ითხვისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ბაღის აღსაზრდელებმა გააცილეს
23-05-2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ითხვისის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე.. 

ახლახან ითხვისის N1 საჯარო სკოლაში კურსდამთვრებულებისთვის  „ბოლო ზარი“ დაირეკა - ესაა პირველი ნაბიჯი ზრდასრული ცხოვრებისკენ, ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი;

ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის - ხუმრობა ხომ არ არის, ცოდნის ტაძარში, ერთ სივრცეში გატარებული 12 წელი... არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს ამ მოსწავლეებმა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც  მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.

ითხვისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთვრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, როცა შეძლებენ, ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მშობლიურ სკოლაში მიღებული ცოდნა, იარონ წარმატების გზაზე და საკუთარი მიღწევებით გაახარონ უსაყვარლესი პედაგოგები.

სკოლა ულოცავს საყვარელ მოსწავლეებს სკოლის დასრულებას და უსურვებს უამრავ წარმატებას ცხოვრებაში:

„ითხვისის N1 საჯარო სკოლაში 20 მაისს მეთორმეტეკლასელებისთვის დაირეკა ბოლო ზარი.
ჩვენი კურსდამთავრებულები საინტერესო ღონისძიებით გავაცილეთ. იყო სიხარულით, სიყვარულით, სევდით, ღიმილითა და დიდი იმედებით აღსავსე დღე... დღე, როცა მათ ცხოვრებაში დასრულდა მნიშვნელოვანი ეტაპი და  წინ ელით სიახლეებითა და მოულოდნელობებით სავსე ცხოვრება.

ღონისძიება იყო მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო. მოსწავლეებთან ერთად მეთორმეტეკლასელებს ცხოვრების სავალი გზა დაულოცეს ითხვისის ბაღის აღსაზრდელებმა.  
დასასრული ახლის საწყისია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...