ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ
23-05-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჭყვიშის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

პროფესიაზე სწორად ორიენტირებული მოსწავლეების აღზრდა კი ჭყვიშის საჯარო სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ახალგაზრდებს პროფესიებზე, რომლებიც მათ ინტერესთა სფეროშია, საფუძვლიანი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათთვის შეთავაზებული სხვადასხვა აქტივობები;

ახლახან, სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, ჭყვიშის საჯარო სკოლის V-IX კლასის მოსწავლეები, პროფორიენტაციისა და არაფორმალური განათლების გაძლიერების მიზნით, გაეცნენ ამბროლაურში, კოლეჯ „ერქვანის“ მიერ შეთავაზებულ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

აქტივობის ფარგლებში ბავშვები ეწვივნენ საინფორმაციო ტურისტულ ცენტრს და გაესაუბრნენ ადგილობრივ წარმომადგენლებს; გარდა ამისა, მოინახულეს ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი და დღე ნაყოფიერად გაატარეს.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...