ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ვანზომლეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში; საგნის პედაგოგები კი მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ, რათა გაკვეთილები იყოს საინტერესო, სახალისო, ეფექტური.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პედაგოგთა მიერ მოსწავლეებისთვის შეთავაზებული აქტივობები არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის მიღება-განმტკიცებას ემსახურება, არამედ მოსწავლეთა სულიერი განვითარებისკენაა მიმართული.
სწორედ ამ ჰოლისტური მიდგომების გათვალისწინებით, ვანზომლეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწვალეები, ეწვივენ ჩოხატაურის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის, ისტორიულ მუზეუმს.
პროქტის - „18 მაისი მუზეუმის დღეა“- ფარგლებში, ბავშვები გაეცნენ ისტორიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიაზე, გაეცნენ მუზეუმში დაცული ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნიმუშებს, რომლებმაც მათში აღფრთოვანება გამოიწვია.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, მოსწავლეები ინტერესით, ხალისით, გაკვირვებით ათვალიერებდნენ თითოეულ ექსპონატს და გამოთქვეს სურვილი, მსგავსი შემეცნებითი გასვლითი აქტივობები ხშირად ტარდებოდეს.
ინფორმაციისთვის: მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა.