ტყვირის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
27-05-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. დირექცია და პედაგოგები მათი პატიორტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ცხადია, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული. 

ტყვირის საჯარო სკოლაში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ისტორიის მასწავლებელმა - ტარიელ ლასარეიშვილმა

მოსწავლეებმა ისაუბრეს 1918 წლის 26 მაისზე, ისტორიულ მოვლენებზე და სახელოვან წინაპრებზე. ასევე მოეწყო ვიდეოჩვენება. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ უფროსი კლასის მოსწავლეები და პედაგოგები, რომლებიც სიამაყით აღივსნენ მოსწავლეთა პატიორტული სულისკვეთებით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203