აბაშის მუნიციპალიტეტის, ტყვირის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გამოადგებათ და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობით, განიმტკიცონ მიღებული ცოდნა.
ამის დასტურია კონკურსი „ვწერ თვისუფალ თემას“, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ლიტერატურულ კონკურსში ტყვირის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე - თინათინ მიგინეიშვილი ფინალურ ეტაპზე გავიდა.
კონკურსის მიზანია ჰუმანიტარული ნიჭით გამორჩეულ მოსწავლეთა გამოვლენა, მათი სააზროვნო პოტენციალის წარმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობა.
ტყვირის საჯარო სკოლაში აცხადებენ, რომ ამაყობენ თინათინის მიღწევებით, გულშემატკივრობენ მას და წარმატებებს უსურვებენ.