ჩოლურის საჯარო სკოლასთან შერწყმულ საყდრის სკოლის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი გაითამაშეს
23-05-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

განსაკუთრებით სახალისოა დაწყებითი კლასის მოსწავლეთა გაკვეთილები. ახლახან, ჩოლურის საჯარო სკოლასთან შერწყმულ საყდრის სკოლაში ბავშვებმა სპექტაკლი - „დათვის წვეულება“ დადგეს და თოჯინური წარმოდგენა გამართეს. 

აღსანიშნავია, რომ ყველა ესკიზი თავად ბავშვებმა შექმნეს. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მოსწავლეებმა კი დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...