„სამუდამოდ დარჩა ჩვენს მეხსიერებაში. სიხარულით, სიყვარულითა და მომავლის რწნენით ანთებული თვალები“... - არეშფერანის სკოლა კურსდამთვრებულებს ემშვიდობება
23-05-2025

პირველი ნაბიჯი ზრდასრული ცხოვრებისკენ, ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი - ლაგოდეხის მუნიციპლაიტეტის, არეშფერანის საჯარო სკოლაში კურსდამთვრებულებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის - ხუმრობა ხომ არ არის, ცოდნის ტაძარში, ერთ სივრცეში გატარებული 12 წელი... არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს ამ მოსწავლეებმა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც  მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.

არეშფერანის საჯარო სკოლა ულოცავს საყვარელ მოსწავლეებს სკოლის დასრულებას და უსურვებს უამრავ წარმატებას ცხოვრებაში:

„ყველა მოსწავლეს, რომელიც დღეს თავისი ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს, ვულოცავთ სკოლის დამთავრებას.

ბოლო ზარი ადამიანის ცხოვრებაში, ბევრ დადებით ემოციასთან ერთად, ბედნიერი მომავლის რწმენასთან ასოცირდება. ყველას გულითადად ვუსურვებთ მშვიდობიან, ნათელ მომავალს, საკუთარი მიზნებისა და ოცნებების რეალობად ქცევას და საინტერესო, მრავალფეროვან ცხოვრებას.

2024-2025 სასწავლო წლის ბოლო ზარი შედგა და სამუდამოდ დარჩა ჩვენს მეხსიერებაში. სიხარულით, სიყვარულითა და მომავლის რწნენით ანთებული თვალები. კლასის დამრიგებლის უსაზღვრო თანადგომით ბავშვებმა საოცარი სანახაობა გვაჩვენეს

ჩვენი სკოლის კედლებში აღზრდილი მოსწავლეები არასდროს ივიწყებენ ამაგს. ისინი უაღრესად პატივს სცემენ, აფასებენ და ამაყობენ თავიანთი პედაგოგებით. სწორედ ამის ნიშნად 2025 წლის მე-12 კლასმა სკოლის დორექტორს სტელა გიგოლაევას, კლასის ხელმძღვანელ თამარ ბრეგვაძესა სკოლის თითოეულ პედაგოგს დაუვიწყარი დღე-სასწაული მოუწყვეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...