ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო ჩემპიონატის ფინალისტები გახდნენ
23-05-2025

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ხორნაბუჯის საჯარო სკოლა​ წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების ახალ ეტაპზე გამოადგებათ და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში მონაწილლეობით, განიმტკიცონ მიღებული ცოდნა.

ამის დასტურია მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი, სადაც ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბოლომდე გამოავლინეს საკუთრი შესაძლებლობები და ფინალის საგზურიც მოიპოვეს.

„ხორნაბუჯის საჯარო სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ნახევარფინალის მოგებას და ფინალში გადასვლას. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას და წარმატებებს უსურვებს თავის მოსწავლეებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...