ეშტიის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლებისთვის ემოციებით დატვირთული „ბოლო გაკვეთილი“ ჩატარდა
23-05-2025

ეშტიის ვ. ჰოვსეფიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლებისთვის ემოციური, ღიმილიანი და სევდიანი მოგონებებით სავსე „ბოლო გაკვეთილი“ ჩატარდა, რომელიც კლასის დამრიგებლის, არმინე ეგნატ ოსიანისა და მშობლიური ენის მასწავლებლის, სერგეი მარიკიანის მიერ იყო ორგანიზებული.

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. მოსწავლეებმა პედაგოგებისგან მოისმინეს თავიანთი დახასიათებები შემდგომ კი თეთრი პერანგები ფერადი და კეთილი სურვილებით ააჭრელებინეს პედაგოგებს და ერთმანეთს. წარწერებით, რომლებიც მთელი ცხოვრება ტკბილ მოგონებებად დარჩება თითოეულ მათგანს. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ვიდეორგოლი, რომელშიც სკოლაში გატარებულ 12 წლიანი მოგონებები იყო თავმოყრილი. გახსენეს ბავშვობა ტკბილი და არაჩვეულებრივი. იცეკვს, იმღერეს, იცინეს და იტირეს და ერთმანეთს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

აქტივობის ბოლოს სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ბერნიკ ჰოვსეფიანმა მიულოცა მე-12 კლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა. ასევე, მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელსა და ყველა მშობელს სასკოლო პროცეში აქტიური მონაწილეობისათვის და თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგიც ნათლად ჩანდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...