ისრითის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებს
23-05-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითის საჯარო სკოლამ დიხაშხოს საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებს უმასპინძლა. 

ისრითის საჯარო სკოლაში განახორციელეს ტრანზიცია ვანის მუნიციპალიტეტის დიხაშხოს საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა. დაწყებითი კლასების მასწავლებლების ნატო ლორთქიფანიძისა და ეკა მაღლაკელიძის ხელმძღვანელობით პატარებს საზეიმო ღონისძიება მოუწყეს დაწყებითი კლასის მოსწავლებეებმა. 

„სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მზექალა აბრამიძემ წარმატებები უსურვა პატარა მეგობრებს და საჩუქრები გადასცა მათ, ბოლოს კი მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ხალხური ზღაპარი „რწყილი და ჭიანჭველა“. პატარებმა იცეკვეს, იმღერეს, იმხიარულეს და კარგი განწყობით დაგვემშვიდობნენ. მადლობა ძვირფას სტუმრებს მობრძანებისათვის“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...