ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო აქტივობების ფონზე დაირეკა.
„ბოლო ზარი კიდევ ერთხელ დაირეკა დვაბზუს საჯარო სკოლაში, რომელიც წელს 12-მა მოსწავლემ დაამთავრა.
დამრიგებლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნანა ზიბზიბაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები წარმოადგინეს. ემოციური და ამაღელვებელი დღე სხვადასხვა სასცენო ნომრით, იყო გაფორმებული.ითქვა ბევრი სამადლობელი სიტყვა პედაგოგიური კოლექტივის მისამართით, გაიხსენეს სკოლაში განვლილი წლები, წარმოადგინეს საინტერესო ინსცენირება, ცეკვები, სიმღერები, ვიდეო რგოლები, სიხარულს სევდაც ახლდა განშორების.
ბავშვების შემოქმედებას მაღალი შეფასება მისცა სკოლის დირექციამ, პედაგოგიურმა საზოგადოებამ, მოწვეულმა სტუმრებმა, რომლებმაც მოსწავლეებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.