საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით გაიაზრეს
23-05-2025

22 ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბიომრავალფეროვნება - უმნიშვნელოვანესი პირობაა კაცობრიობის სრულყოფილი არსებობისა. ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრება კი - სრულფასოვანი სწავლების და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აუცილებელი ნაწილი.

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე გაეცნენ ბიომრავალფეროვნების ძირითად დებულებებს, საფრთხეებს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს და შექმნეს პოსტერები.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ანნა წულაია, რომელიც მადლობას უხდის დაცული ტერიტორიების სააგენტო ინფორმაციული და ამომწურავი ვიდეორგოლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ გაერომ 22 მაისი გამოაცხადა ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ ბიომრავალფეროვნების საკითხების გაგებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...