
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლა ინოვაციური სასკოლო კონკურსის Tech Sparks-ის გამარჯვებულია.
სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინოვაციური და საინტერესო სტარტაპ პროექტის წარდგენისთვის წლის ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სკოლად დასახელდა.
15 მაისს, წინანდალში, გაიმართა კახეთის რეგიონის ყოველწლიური ინოვაციური სასკოლო კონკურსის Tech Sparks-ის დემო დღე, რომელშიც კახეთის რეგიონის 32 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა ჟიურის წინაშე წარადგინეს სტარტაპ პროექტები, რომლებიც განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს წყვეტენ ინოვაციური გზებით.
ღონისძიებაზე, წლის ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სკოლად დასახელდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლა.
გამარჯვებულ გუნდს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ საჩუქრად 3D პრინტერი გადასცა, ხოლო თითოეული მუნიციპალიტეტის რჩეულ გუნდებს – სიმბოლური პრიზები.
კონკურსი 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ახმეტის, თელავისა და გურჯაანის ტექნოპარკებში და მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEAM განათლების პოპულარიზაციას.
ფოტო Tech Park Georgia