ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის ფეხბურთელ გოგონათა გუნდი ბრაზილიაში, სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება 
27-05-2025

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მინი-ფეხბურთში ბრაზილიის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. 

ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება გოგონებს ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ 29 აპრილს, ფოთის სპორტულ კომპლექსში გამართული მინი ფეხბურთის სუპერფინალი ანგარიშით 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის გუნდმა პენალტების სერიაში გამარჯვების მოპოვება შეძლო.

მათ წინ დიდი გამოწვევა ელით – მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 11-20 ნოემბერს ბრაზილიის დედაქალაქში გაიმართება.

გამარჯვებულ გუნდს და მათ მწვრთნელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტისგან მადლობის სიგელები, სიმბოლური საჩუქრები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203