
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც ახალგაზრდების მიღწევებზე აისახება.
ამჯერად, სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლის - ელენე ჭაბაშვილის წარმატებით ხარობენ.
ელენე ჭაბაშვილმა ინგლისური ენის ოლიმპიადაში - Lingostar წარმატებით იასპარეზა. ოლიმპიადა 3 ეტაპისგან შედგება.
პირველი ორი ეტაპი მან მაქსიმალური ქულებით დაასრულა და გადავიდა ბოლო, მესამე გასაუბრების ეტაპზე, რომელსაც ქართველი და უცხოელი პედაგოგები ჩაუტარებენ, რის შემდეგაც მას საინტერესო პრიზები ელოდება.
სკოლაში ელენეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და გამარჯვებას უსურვებენ.
„წარმატებას ვუსურვებთ ელენეს, ცოდნისკარის საჯარო სკოლა ამაყობს შენით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: