
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცა.
20 მაისს, სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, უამრავი კეთილი სურვილი და თვალცრემლიანი მასწავლებლები -ასეთი იყო დღე რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა.
სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ბოლო ზარი“ მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია.
სკოლაში გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, სკოლის ეზოში სპეციალური სივრცე მოეწყო, იყო წითელი ხალიჩა და საზეიმო მიღება. ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მთელმა სკოლამ მიულოცა.
„ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული გწყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარიათ, გილოცავთ სავალ გზებს, უფალი იყოს თქვენი მფარველი“,- კეთილი სურვილებით ემშვიდობებიან მოსწავლეებს სკოლაში და მათ აქტიურ მხარმაჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ვიდეო