ხანდოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
23-05-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლის პირველკლასელები სულ მალე სასწავლო წელს ასრულებენ. 

სასკოლო ცხოვრების პირველი წარმატებული ნაბიჯები მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატარებისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო და საამაყოა, რომ ანბანის სწავლა წარმატებით დაასრულეს და წერა-კითხვა შეუძლიათ. 

პირველკლასელებმა დღეს ეს სიხარული მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს გაუზიარეს.

„სკოლის 14 პირველკლასელმა ლექსებით, სიმღერებით, ენისგასატეხებითა და გამოცანებით ხოტბა შეასხეს სომხურ ანბანს.

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობლიური ენის შესწავლას, რადგან ეს მათთვის სააზროვნო ენაა და დანარჩენი საგნების სწავლებას, უნარების განვითარებას უწყობს ხელს“,- აღნიშნა სკოლის დირექტორმა ზოია ნაზარიანმა და დიდი მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორს ანაიტ მელიქიანს“,- გვიყვებიან სკოლაში და მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203