ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ორი მე-12 კლასელისთვის დაირეკა - დირექციამ და პედაგოგებმა გოგონები დიდი სიყვარულით გააცილეს
23-05-2025

აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

წელს სკოლა ორმა ახალგაზრდამ დაამთავრა, რომლებიც დირექციამ და პედაგოგებმა დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

მოეწყო გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელიც კურსდამთავრებულებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

„დღეს ზეიმი გვქონდა სკოლაში. ჩვენი ორი უსაყვარლესი გოგონა გავაცილეთ სკოლიდან. ორნი იყვნენ, მხოლოდ ორნი, მაგრამ თითოში იმდენი ძვირფასი თვისება იყრიდა თავს, ბევრად მეტი ჩანდნენ. ზრდილობიანი, თბილი, კეთილი, ბეჯითნი სწავლაში რაც ერთობ სანატრია ამ ბოლო წლებში. არავის ახსენდება მათგან თუნდაც ერთხელ შეუსრულებელი დავალება. დღესაც მოწიწებით იდგნენ ყველას წინაშე, თვალებში შესციცინებდნენ კლასის დამრიგებელს, მიულოცეს დირექტორს დაბადების დღე და მოწიწებით პატივი მიაგეს ისტორიის მასწავლებლის ანზორ ფიფიას ხსოვნას. 

სკოლის დირექცია გილოცავთ გოგონებო სკოლის დამთავრებას. უფალმა გაგინათოთ გზა და გონება წარმატებული მომავლისაკენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულთა დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...