ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მათი ჩართულობა სხვადასხვა კონკურსში კი წახალისებულია.
21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის - „ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა“ ფინალური ტური, რომელშიც გოგოლესუბნისა და იანეულის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ. ჟიურის შეფასებით კი დასკვნითი ტურის გამარჯვებული გახდა გოგოლესუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი.
ფინალური ტურის I ადგილის მფლობელ გუნდს გადაეცა სიგელი, ასევე დაჯილდოვდა ექსკურსიით, რომელშიც ორივე სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას ერთობლივად.
„გოგოლესუბნის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს მოპოვებულ გამარჯვებას და უსურვებს მათ შემდგომ წარმატებებს!“,- აღნიშნავენ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: