სასკოლო ცხოვრების საზეიმო დაგვირგვინება და ემოციების ზღვა ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში
23-05-2025

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშიდობებაც დირექციისა და პედაგოგებისთვის სასიხარულოსთან ერთად, სევდანარევია

გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელიც ახალგაზრდებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ღონისძებამ მასშტაბური სახე მიიღო და ნამდვილ დღესასწაულად იქცა. სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ახალგაზრდებისთვის ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად ექცია. 

„სევდანარევი სიხარულით, დიდი იმედებით და მომავლის რწმენით გავაცილეთ სკოლის გამორჩეული და საუკეთესო კლასი. ფეხბედნიერად შეაბიჯეთ ახალ ცხოვრებაში“, ​- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების გულმხურვალე გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...