მაკვანეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ტოკლიკიშვილი კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
23-05-2025

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. შესაბამისად, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და მათ სახელზე არაერთი წარმატებაა. 

მათ შორისაა ელენე ტოკლიკიშვილი, რომელმაც კალიგრაფიის კონკურსში იასპარეზა და მხატვრული წერის ნიჭი და უნარები წარმოაჩინა. 

მოსწავლე კონკურსში მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილოვდა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203