12- წლიანი სასკოლო ცხოვრების საზეიმო დასასრული და ემოციური „ბოლო ზარი“ მაკვანეთის საჯარო სკოლაში
23-05-2025

არტემ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებაც დირექციისა და პედაგოგებისთვის სასიხარულოსთან ერთად, სევდანარევია.  

20 მაისს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. სკოლიდან ახალგაზრდები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

მოსწავლეები სკოლაში თეთრი პერანგებით გამოცხადდნენ და სურვილები გაცვალეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და საყვარელ პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

პედაგოგებმა კი მოსწავლეებს წარატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

„12 წელი ერთად, მიყვარხართ“, - აღნიშნავს პედაგოგი გულო ცეცხლაძე და აღზრდილთა დიდი მხარდამჭერად და გულშემატკივრად რჩება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...