სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა.
20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. აღსანიშნავია, რომ გარემო არაჩვეულებრივად იყო მორთული, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
სკოლიდან კურსდამთავრებულები საუკეთესო სურვილებით გააცილეს. მათ ტრადიციული თეთრი მაისურები მოირგეს, ერთმანეთს სურვილები დააწერეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.
კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები ემოციურად დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
„სკოლის დირექცია და პედაგოგოიური კოლექტივი ულოცავენ ჩვენი და ყველა სკოლის მე-12 კლასელს სკოლის დამთავრებას. უსურვებენ მათ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა დიდ გულშემატკივრებად რჩებიან.
იხილეთ ფოტოები: