სპორტი, რომ ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლაში კარგად იციან, ამიტომ მოსწავლეთა სპორტულ ცხოვრებას ახალისებენ და ამ მიმართულებით მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა და ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, ბრეძის საჯარო სკოლის სტადიონზე მოეწყო შეჯიბრი მინი ფეხბურთში. ტურნიტში მონაწილეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის სკოლა: ბრეძა, აბანო, აბისი, ატოცი, ბერძენაული, საციხური, ფცა, თამარაშენი.
შეჯიბრს ხელმძღვანელობდა ბრეძის სკოლის სპორტის მასწავლებელი მურთაზ მეყანწიშვილი.
საფეხბურთო შეჯიბრი საინტერესოდ წარიმართა. აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გავიდა სოფელ აბანოს გუნდი, მეორეზე ბრეძა, მესამეზე ფცის სკოლა.
პირველ სამ ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ სიგელები და თასები.
დირექტორი ირმა ხარაზიშვილი მადლობას უხდის ბატონ მურთაზს სანახაობრივი და ლამაზად მოწყობილი თამაშისთვის, ასევე ახარებთ მონაწილეთა მონდომება და გულშემატკივართა აქტიურობა.
„ვულოცავთ, აბანოს საჯარო სკოლას გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ შეჯიბრში მონაწილე ყველა გუნდს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
ვიდეო იხილეთ ბმულზე: