
აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და ბავშვებს ბუნების მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან.
ახლახან, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ირმა მალანიას ხელმძღვანელობით, წმ. შუშანიკის სახელობის ტაძრის ეზოში პავლონიის ხეები დარგეს.
მოსწავლეები გარემოსდაცვით ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს.
„რომ არა ერთ-ერთი მშობლის, ირაკლი უჯმაჯურიძის მონდომება და გულისხმიერება, ეს აქტივობა ვერ განხორციელდებოდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მას დიდ მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: