გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა და ღონისძიება იმართება.
აღსანიშნავია, VIII კლასში გეოგრაფიის შესწავლისას განხორციელებული საინტერესო პროექტი, რომელიც ბიომრავალფეროვნების დღეს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა გაიაზრეს ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა, საქართველოში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ცოდნა გაიმდიდრეს, გაეცნენ მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, მოიძიეს ინფორმაცია, ფოტო და ვიდემასალა მსოფლიოსა და საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ფრინველების შესახებ. ისაუბრეს წითელ წიგნში შეტანილ სახეობებზე.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და დრო ნაყოფიერად გაატერეს.
საინტერესო პროექტი მოსწავლეებს პედაგოგმა ზურაბ ხარიბეგაშვილმა შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დღე 22 მაისს აღინიშნება.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: