აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის ბუნებისმეტყველების შთამბეჭდავი გასვლითი გაკვეთილი მოეწყო.
მოსწავლეები, დამრიგებლის - ეკა მაჩაბლიშვილისა და მაკა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, აბრეშუმის მუზეუმს ეწვივნენ.
მუზეუმის დათვალეირების შემდეგ, ბავშვები საგანმანათლებლო პროგრამას - „ოთხი სიცოცხლე“ შეუერთდნენ, რომელიც მათთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მე-4 კლასელები გაეცნენ აბრეშუმხვევიას სასიცოცხლო ციკლს.
ვიზუალურ მასალასთან ერთად ჩაერთნენ სახალისო-შემეცნებით აქტივობებში, საკუთარი ხელით დაასურათეს ბროშურა, რომელიც მუზეუმისგან საჩუქრად გადაეცათ.
ბავშვები მუზეუმიდან ახალი ცოდნითა და ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: