ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილეს.
20 მაისს, მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, დირექცია და პედაგოგებს გაწეული შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს. მათთვის ბავშვობასთან, საყვარელ მასწავლებლებთან და მშობლიურ სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. იყო ზღვა ემოცია და ერთმანეთთან განშორების სევდა.
„ბოლო ზარზე“ მოსწავლეებს ესტუმრა სკოლის პირველი დირექტორი სეირან კიურეღიანი და ახალგაზრდებს ცხოვრვების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა.
ასევე სიტყვით გამოვიდნენ ამჟამინდელი სკოლის დირექტორი სასნუქი კიურეღიანი და სკოლის დირექტორის მოადგილე, რომელთაც კურსდამთავრებულებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს და შეახსენეს, რომ მათ გულმხურვალე გულშემატკივრებად რჩებიან.
სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია.
იხილეთ ფოტოები: