საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში კლასთა შორის საფეხბურთო შეჯიბრი გაიმართა
23-05-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში კლასთა შორის  დაძაბული და ემოციებით სავსე საფეხბურთო შეჯიბრი გაიმართა.

მოედანზე ერთმანეთს მე-9, მე-10 და მე-11 კლასების გუნდები დაუპირისპირდნენ და გულშემატკივრებს ნამდვილი სანახაობა შესთავაზე. 

მატჩებს ობიექტურად და პროფესიონალურად მსაჯობდა სკოლის სპორტის მასწავლებელი - ბექა კვარაცხელია, რისთვისაც მას სკოლაში გასნაკუთრებულ მადლობას უხდიან. 

თამაშები სავსე იყო ლამაზი კომბინაციებით, თავდაუზოგავი ბრძოლით და, რა თქმა უნდა, ულამაზესი გოლებით. გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს თავიანთ ფავორიტებს, რაც დამატებით მუხტს სძენდა შეხვედრებს.

დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ჩემპიონის ტიტული მე-10 კლასის გუნდმა მოიპოვა. 

სკოლაში გამარჯვებულებს დამსახურებულ ტრიუმფს ულოცავენ და გუნდის შემადგენლობას გვაცნობენ.

მე-10 კლასელთა გუნდში ირიცხებიან:

  • გიორგი ფილფანი;
  • ანდრია რუსია;
  • მახო წვერიკმაზაშვილი;
  • გეგა ერგემლიძე;
  • მათე ხიდაშელი;
  • ალექსანდრე ჩივაძე.

„მათ მართლაც იბრძოლეს ბოლომდე და აჩვენეს ნამდვილი გუნდური სულისკვეთება, მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სკოლაში ასეთი ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდები იზრდებიან! იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო სპორტულ ღონისძიებას ვიხილავთ“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლაში მსგავსი სპორტული ღონისძიებები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში. მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მოსწავლეების განვითარებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...