მე-12 კლასელთა საზეიმო „ბოლო ზარი“ და ამაღელვებელი გაცილება სპასოვკის N1 საჯარო სკოლაში
23-05-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N1 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. 

20 მასისს სკოლაში „ბოლო ზარი“ ოთხი მე-12 კლასელისთვის დაირეკა. სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია. შთაბეჭდილებებით იყო აღსავსე, დღე, რომლითაც მათ ჩახურეს ცხოვრების მნიშვნელოვანი თავი და 12-წლიან სასკოლო ცხოვრებას დაემშვიდობნენ.

მოსწავლეებისთვის ეს დღე მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. იყო ზღვა ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

ნათია მგელაძეს, ხატია ვანაძეს, სალომე ლაბაძესა და ბექა ვანაძეს დირექციამ და პედაგოგებმა წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს და ნათელი მომავალი ურუსვეს

„სკოლა ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულებს საშუალო საფეხურის დასრულებას, ცხოვრების ახალ, საინტერესო მრავალფეროვან და პროდუქტიულ ეტაპზე გადასვლას… ულევ წინსვლასა და წარმატებებს გისურვეებთ! გვჯერა ყოველთვის გვაამაყებთ“, -აღნიშნავენ სკოლაში და მათ დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...