ნაგების საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
23-05-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა და წარმატებისკენ სავალი გზა დაულოცა. 

სკოლაში „ბოლო ზარი“ დიდი ზარ-ზემით დაირეკა. დორექციამ და პედაგოგებმა მე-12 კლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიებაც. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და საყვარელ პედაგოგებს შრომისა და მაგისთვის მადლობა გადაუხადეს. ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, მასწავლებლებთან და მშობლიურ სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

დირექციამ და პედაგოგებმა აღზრდილებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ნათელი მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მე-12 კლასელებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...