ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლაში ასევე აქტიურად მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან.
20 მაისს, ეკოკლუბელებმა ფუტკრის საერთაშორისო დღეა აღნიშნეს. მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ ფუტკარი უდიდესი სარგებლობის მომტანი მწერია, რომელიც ადამიანის საკეთილდღეოდ მრავალი ათასწლეულის განმავლობაში შრომობს. მეცნიერთა აზრით, ფუტკარი დედამიწაზე 50-80 მლნ წელზე დიდხანს ცხოვრობს. პირველად ადამიანები ველური ფუტკრის თაფლის შეგროვებით იყვნენ დაკავებულები, მოგვიანებით მათ „მოათვინიერეს“ იგი, რათა ესარგებლათ ფუტკრის მიერ წარმოებული ყველა სასარგებლო პროდუქტით: თაფლით, ცვილით, დინდგელით, ჭეოთი, ფუტკრის რძით, ფუტკრის შხამით.
ღრმაღელის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობებით ცნობიერება აიმაღლეს ამ საოცარი მწერის შესახებ და აღნიშნეს ეს დღე და აქტიურობითაც გამოიჩინეს თავი.
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს მადლობას უხიდიან.
„მადლობას ვუხდით მათ კლასის დამრიგებლებს: ცისანა ღლონტს, სოფო როყვას, ია გოგოძეს.
ეკოკლუბის ხელმძღვანელს - ნათელა გოგოლიშვილს და ღონისძიების მუსიკალურ ხელმძღვანელ რუსუდან მარშანიშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: