ვანთის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
23-05-2025

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულით გააცილეს. 

20 მაისს სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

დირექციამ და მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალგაზრდები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს და წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს. 

გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიებაც. მე-12 კლასელებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და საყვარელ პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს. ბავშვობასთან, მასწავლებლებთან და მშობლიურ სკოლასთან გამომშვიდობება მოსწავლეებისთვის მეტად ამაღლევებელი აღმოჩნდა - იყო ბევრი ემოცია და სევდანარევი სიხარული. 

დირექციამ და პედაგოგებმა აღზრდილებს ნათელი მომავალი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვეს და შეახსენეს, რომ ყოველთვის მათ გულმხურვალე გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...