ბოლნისის N5 საჯარო სკოლა პლაკატების კონკურსის გამარჯვებული გახდა
25-06-2018
ბოლნისის N5 საჯარო სკოლა პროექტ „ენერგოაუდიტის ტრენინგი და სერტიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ ფარგლებში, თემაზე- „ჩემი ენერგოეფექტური სკოლა“, ბოლნისის საჯარო სკოლებს შორის ჩატარებული პლაკატების კონკურსის გამარჯვებული გახდა.
სკოლამ პრიზის სახით 500 ლარის ღირებულების ტექნიკის ვაუჩერი მიიღო.