სკოლების საინფორმაციო პორტალის შექმნის მიზანია ერთ სივრცეში თავი მოიყაროს საქართველოში არსებულმა, ყველა საჯარო სკოლების შესახებ ინფორმაციამ. პორტალზე განთავსდება როგორც ზოგადი განათლების ისე, ცალკეული სკოლების შესახებ სრული ინფორმაცია: მისამართი, სახელწოდება, სკოლის მისია, სტრატეგიული გეგმა, ავტორიზაციის ვადა, განხორციელებული საგანმანთლებლო პროგრამები, ჩარიცხვის / რეგისტრაციის / საფეხურის დაძლევის / მობილობის / სტატუსის შეჩერება-შეწყვეტის მექანიზმები და პროცედურები.
ავტორიზაციის გავლის შემდეგ გადავდივართ მოდულში „სკოლები“ სკოლების გვერდზე ჩანს მომხმარებელზე მიმაგრებული კონკრეტული სკოლა, რედაქტირებისთვის ვაჭერთ ღილაკს „რედაქტირება“
გვერდზე გადასვლისას ვირჩევთ ერთ კატეგორიას და ვშლით ველებს, სადაც მარჯვენა მხარეს „+“ ღილაკით შესაძლებელია შესაბამისი ფორმატის ატვირთვა. ვაწვებით + ღილაკს და ვირჩევთ ასატვირთ დოკუმენტს. არჩეულ ფაილებში გამოგვიჩნდება არჩეული ფაილი/ ფაილები. დამახსოვრებისთვის ვაწვებით ღილაკს შენახვა. რის შედეგადაც ინფორმაცია წარმატებით აიტვირთება კატეგორიაში.
ვიდეოს ატვირთვის ინსტრუქციისთვის იხილეთ ვიდეო
ფოტოს ატვირთვის ინსტრუქციისთვის იხილეთ ვიდეო