პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის სილამაზისა და მნიშვნელობის ხაზგასასმელად, საინტერესო ღონისძიება გამართეს
22-05-2025

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან და მათთან ერთად აღნიშნავენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედაენის დღე. 

სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, რომელის მიზანი იყო ქართული ენის სილამაზის ხაზგასმა და მისი როლის აღნიშვნა ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. 

მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატი - „ო,ენავ ჩემო,დედაო ენავ“, რომელზეც დაიტანეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები დედაენის შესახებ. ასევე პლაკატზე ასახეს დედაენის ძეგლი და ძველი ქართული ანბანი.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას თარიღის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, გაიხსენეს 1978 წლის მოვლენები. 

სკოლის მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ თემატურ ღონისძიებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...