დამრიგებლის თეთრი პერანგი და მოსწავლეებისგან დატოვებული სურვილები - თბილისის N64 საჯარო სკოლის პედაგოგი XII კლასელებს ემოციურად დაემშვიდობა
22-05-2025
„ბოლო ზარი“ თბილისის N64 საჯარო სკოლაშიც დაირეკა. ეს დღე განსაკუთრებით ემოციურია დამამთავრებელი კლასის დამრიგებლებისთვის, რომლებიც ემშვიდობებიან მოსწავლეებს. ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა ინგლიური ენის პედაგოგმა და მეთორმეტე კლასის მოსწავლეების დამრიგებელმა მაკა ლაფიაშვილმა, რომელმაც საყვარელი მოსწავლეების ფოტოები მაისურზე აღბეჭდა და სამახსოვრო წარწერები მოსწავლეებისგან თავადაც მიიღო. 
 
„თბილისის N64 საჯარო სკოლაში წლებია მუშაობს ინგლისური ენის მასწავლებელი, მაკა ლაპიაშვილი. ქალბატონი მაკა თავისი საქმის პროფესიონალი და ნამდვილად გამორჩეული დამრიგებელია, რომელიც საკუთარი ერთგულებით, მზრუნველობითა და სიყვარულით განსაკუთრებულ კვალს ტოვებს მოსწავლეების ცხოვრებაში. მან თავის აღსაზრდელებს დაუვიწყარი, ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე აჩუქა „სკოლასთან გამომშვიდობება“.  მის მაისურს კი საყვარელი მოსწავლეების ფოტოები ამშვენებდა. 
 
ქალბატონო მაკა, გისურვებთ, რომ თქვენი შრომა და ღვაწლი  ყოველთვის დაფასებული იყოს თქვენი თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში. მადლობა ყველაფრისთვის!“  - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე და იმედოვნებენ რომ მათი კურსდამტავრებულები შეძლებენ იპოვონ თავიანთი მოწოდება და გახდნენ შემდგარი, წარმატებული და ღირსეული მოქალაქეები.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...