
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, ზემო მაჩხაანის კურსდამთვრებულებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა - ესაა პირველი ნაბიჯი ზრდასრული ცხოვრებისკენ, ერთი დიდი თავგადასავლის დასასრული და ახლის დასაწყისი, რომელსაც მოსწავლეები ემოციურად შეხვდნენ.
„გისურვებთ, იყოთ საამაყო ახალგაზრდები და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროთ ცხოვრებაში
გილოცავთ! გჯეროდეთ, რომ სკოლა ყოველთვის იქნება თქვენი სიხარულის და წარმატების თანაზიარი და მუდამ ვიამაყებთ თქვენით“, - ასე გააცილა მშობლლიურმა სკოლამ მე-12 კლასელები და იმასაც აღვნიშნავთ, რომ ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელპობისთვისაც - ხუმრობა ხომ არ არის, ცოდნის ტაძარში, ერთ სივრცეში გატარებული 12 წელი... არადა თითქოს გუშინ შეაბიჯეს ამ მოსწავლეებმა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში, სადაც მასწავლებლების პროფესიონალიზმი ამდენი წელი უწევდათ მეგზურობას.
ახლა კი ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, როცა შეძლებენ, უკვე ზრდასრულ ცხოვრებაში გამოიყენონ მშობლიური სკოლაში მიღებული ცოდნა, იარონ წარმატების გზაზე და საკუთარი მიღწევებით გაახარონ უსაყვარლესი პედაგოგები.