ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის საკვირაო სკოლას შეუერთდნენ 
23-05-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ამჟამად მოსწავლეები ჩართულნი არიან საკვირაო სკოლაში და იმდიდრებენ ცოდნას ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით. 

საკვირაო სკოლა - „მათემატიკა ეკონომიკასა და ბიზნესში“ „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა“ და აიპ „მათემატიკოსის“ ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს.

სკოლა განკუთვნილია IX-XII კლასების საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთათვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა მათემატიკის გამოყენებასთან დაკავშირებით ეკონომიკასა და ბიზნესში.

საკვირაო სკოლის მუშაობაში  ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203