12-წლიანი სასკოლო ცხოვრების საზეიმო დაგვირგვინება და ემოციური „ბოლო ზარი“ ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში
28-05-2025

ქუთაისის N12 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 21 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა - ეს იყო ემოციებით სავსე დღე, რომელიც დიდხანს დარჩება კურსდამთავრებულთა მეხსიერებაში. 

სკოლიდან კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. დირექტორმა- ნათია სულავამ და პედაგოგებმა აღზრდილებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს, რჩევები მისცეს. 

კურსდამთავრებულები მშობლიურ სასწავლო გარემოსა და საყვარელ პედაგოგებს გამოემშვიდობნენ, მათ შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და პატივისცემა დაუდასტურეს. 

„ბოლო ზარი“, როგორც ბავშვობის დასასრულისა და დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისის სიმბოლო, კურსდამთავრებულებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. ახალგაზრდებთან გამომშვიდობება მეტად ემოციური იყო მასწავლებლებისთვისაც. 

დღის ბოლოს, ახალგაზრდების თეთრი მაისურები მოსწავლე-მასწავლებელთა მისალოცი ტექსტებით, ემოციური მინაწერებითა და საუკეთესო სურვილებით შეიმკო. 

„წარმატებული მომავალი ჩვენ კურსდამთავრებულებს!“,- ერთხმად აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...