ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, თამარიანის საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა.
ახლახან მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა, რასაც სკოლის კურსდამთვრებულები ემოციური ღონისძიებით შეხვდნენ; ემოციური იყო საყვარელ მოსწავლეებთან დამშვიდობება პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელობისთვის. მათ მიმართვას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას!
ეს დღე თქვენი დიდი შრომის, ნებისყოფისა და მიზანსწრაფვის შედეგია. თქვენ წარმატებით გაიარეთ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ცოდნით, მეგობრობითა და დაუვიწყარი მოგონებებით იყო სავსე.
სკოლის წლები იყო საწყისი დიდი ცხოვრების გზის - გზის, რომელიც ახლა იწყება და რომელსაც თქვენი ოცნებები და შრომა წარმართავს. წინ უამრავი შესაძლებლობაა. ირწმუნეთ საკუთარი თავის, იყავით კეთილები, მოტივირებულები და არასდროს შეწყვიტოთ განვითარება.
გახსოვდეთ - სკოლა იყო თქვენი პირველი საფარი, ახლა კი მთელი სამყარო გელოდებათ! და რაც უნდა მოხდეს, არასდროს დაკარგოთ ის ბავშვური ცნობისმოყვარეობა და სიკეთე, რამაც აქამდე მოგიყვანათ.
წარმატებები თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალო“!